ოკუპანტებმა ხარკოვში მრავალსართულიანი სახლი დაბომბეს - დაშავდნენ ბავშვებიც

22.09.24 14:27
ოკუპანტებმა ხარკოვში მრავალსართულიანი სახლი დაბომბეს - დაშავდნენ ბავშვებიც

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. დაშავებულია 21 ადამიანი. დაჭრილებს შორის არიან ბავშვებიც. არ არის გამორიცხული, დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ახლაც ეძებენ. 

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ უკრაინის შეიარაღებუულმა ძალებმა ქვეყნის 10 ოლქში რუსების 71 დრონი ჩამოაგდეს. ადგილობრივი მედია ამ ინფორმაციას საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.