უკრაინელმა მედესანტეებმა რუსეთის საზღვრის კიდევ ერთი მონაკვეთის გარღვევა მოახდინეს

23.09.24 12:02
უკრაინელმა მედესანტეებმა რუსეთის საზღვრის კიდევ ერთი მონაკვეთის გარღვევა მოახდინეს

უკრაინელმა მედესანტეებმა რუსეთის საზღვრის კიდევ ერთი მონაკვეთის გარღვევა მოახდინეს - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო-თავდასხმის ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო-თავდასხმის ძალების 95-ე ცალკეული საჰაერო სადესანტო-თავდასხმის ბრიგადის დამცველებმა რუსეთის საზღვრის ერთ-ერთი მონაკვეთი გაარღვიეს. მებრძოლები არ აკონკრეტებენ, სად მოახერხეს რუსეთის ფედერაციის საზღვრის მონაკვეთის გარღვევა.

„95-ე ცალკეული სადესანტო-თავდასხმის ბრიგადის ნაწილებმა რუსეთის საზღვრის ერთ-ერთი მონაკვეთი გაარღვიეს. რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ოპერაციის დაწყების შემდეგ ეს უკვე მეორე წარმატებული ოპერაციაა რუსეთის საზღვრის გასარღვევად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მსგავსი სიახლეები