უკრაინის ომის შემდეგ, ევროპამ რუსეთთან ურთიერთობას უნდა გადახედოს - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ომის შემდეგ საჭირო იქნება რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა.
მაკრონის თქმით, საჭიროა ევროპის ახალი ფორმით და ახალ რეალობაში წარმოდგენა, რაც მოითხოვს ახალი საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბებას.
ჩვენ მოგვიწევს ვიფიქროთ ევროპული ორგანიზაციის ახალ ფორმაზე და გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას რუსეთთან, უკრაინის ომის შემდეგ. ეს უდავოდ არის დღევანდელი ყველაზე დიდი გამოწვევა, რადგან ჩვენი დღევანდელი წესრიგი არასრული და უსამართლოა. არასრული იმიტომ, რომ იგი მეორე მსოფლიო ომის ბოლოს იყო ჩაფიქრებული და ამიტომ არ ითვალისწინებდა იმ პრობლემებს, რომლებიც შემდგომში გაჩნდა და დომინანტური გახდა“, - განაცხადა მაკრონმა.
მისივე განცხადებით, ამ საკითხს გაერო-ს შემდეგ სხდომაზე დაუბრუნდება.