Times-მა უკრაინის პრეზიდენტის "გამარჯვების გეგმის“ პუნქტები გამოაქვეყნა
გამოცემა The Times-მა უკრაინის პრეზიდენტის "გამარჯვების გეგმა" გამოაქვეყნა, რომელიც ზელენსკიმ შეერთებულ შტატებში ჯო ბაიდენს უნდა წარუდგინოს. ის ოთხი ძირითადი პუნქტისგან შედგება. ესენია:
დასავლეთის უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნა, რომელიც ნატოში გაწევრიანების ორმხრივი თავდაცვის შეთანხმების ანალოგიური იქნება.
უკრაინის კურსკის რეგიონში შეჭრის გაგრძელება, როგორც ტერიტორიული კოზირის საშუალება;
მოთხოვნა განსაზღვრული თანამედროვე შეიარაღების შესახებ;
საერთაშორისო ფინანსური დახმარება უკრაინის განადგურებული ეკონომიკისთვის.
ზელენსკი ამბობს, რომ ის ასევე აპირებს “გამარჯვების გეგმა“ პრეზიდენტობის ორ კანდიდატს - დონალდ ტრამპს და კამალა ჰარისს წარუდგინოს.