არ გვაქვს ბევრი დრო, ომის მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტია - ვოლოდიმირ ზელენსკი
ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო. მომდევნო რამდენიმე თვე ამ ომში გადამწყვეტი იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Golden Plate Award-ის დაჯილდოებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მას ამერიკული აკადემიის ჯილდო გადაეცა.
ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო. მომდევნო რამდენიმე თვე ამ ომში გადამწყვეტი იქნება, რუსეთის ომში უკრაინისა და თითოეული თქვენგანის წინააღმდეგ, იმიტომ რომ რუსეთის ებრძვის თავად თავისუფლებას. ცოტა დრო გვაქვს იმის გასაგებად, როგორი იქნება შედეგი, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ეს შედეგი და არა რუსეთმა ან მისმა სისხლიანმა მოკავშირეებმა. ომში რამდენიმე მომდევნო თვე არ უნდა დავკარგოთ“,- განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა “გამარჯვების გეგმის“ შესახებ ისაუბრა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტს წარუდგენს.
დღევანდელი მსოფლიო არ გვაძლევს უფლებას, წავაგოთ არც ერთი ბრძოლა, როდესაც ერთ მხარეს არის თავისუფლება, ხოლო მეორე მხარეს – ყველაფერი ის, რასაც ჩვენ არასდროს ვუსურვებდით ჩვენს შვილებს“,- განაცხადა ზელენსკიმ.