სროლა ალაბამას შტატში - გარდაიცვალა 4 ადამიანი, დაშავდა 17

23.09.24 16:26
სროლა ალაბამას შტატში - გარდაიცვალა 4 ადამიანი, დაშავდა 17

აშშ-ში, ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემში სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 17 პირი.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელთა ჯგუფი საჯარო სივრცეში მანქანიდან გადმოვიდა და ხალხს ცეცხლი გაუხსნა, გარდაცვლილთა შორის 3 ადგილზე დაიღუპა, ერთ-ერთი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბირმინგემის პოლიციის უფროსის, სკოტ თურმონდის ცნობით, მსროლელებს, სავარაუდოდ, კონკრეტული სამიზნის მოკვლა ჰქონდათ განზრახული.  ვარაუდობენ, რომ ეს პირი დაღუპულთა შორის ერთ-ერთია.

გამომძიებლების თქმით, თავდამსხმელები ცეცხლსასროლ იარაღზე დასაყენებელ მოწყობილობას იყენებდნენ, რომლითაც პისტოლეტის ავტომატურ რეჟიმში სროლა ხდება შესაძლებელი. 

მსგავსი სიახლეები