ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ 8 ოქტომბერს იმსჯელებენ

23.09.24 16:26
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ 8 ოქტომბერს იმსჯელებენ

“დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის საფრთხეები საქართველოში”  - 8 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ.

დღის წესრიგის თანახმად, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ჯოზეფ ბორელი სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საქართველოს თემაზე, მოხსენებით წარდგება.

ევროპარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იგეგმება ამავე სახელწოდების რეზოლუციის მიღებაც.