"მოეკიდეთ გაფრთხილებას სერიოზულად" - ნეთანიაჰუმ ლიბანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა

23.09.24 22:53
"მოეკიდეთ გაფრთხილებას სერიოზულად" - ნეთანიაჰუმ ლიბანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ლიბანის მოქალაქეებს ევეკუაციისკენ მოუწოდა - ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანელ მოსახლეობას მიმართა, რომ გაცემულ გაფრთხილებას სერიოზულად მოეკიდნონ.

"როგორც კი ჩვენი ოპერაცია დასრულდება, თქვენ უსაფრთხოდ შეძლებთ სახლებში დაბრუნებას" - განაცხადა ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ ისრაელის ომი არა მათ, არამედ "ჰეზბოლას" წინააღმდეგაა.

ისრაელის ომი თქვენს წინააღმდეგ არ არის. ეს ომი "ჰეზბოლას" წინააღმდეგაა. დიდი ხნის განმავლობაში "ჰეზბოლა" თქვენ ცოცხალ ფარად გიყენებდათ. ჩვენი ხალხის დასაცავად "ჰეზბოლას" დარტყმებისგან ჩვენ უნდა გავანადგუროთ მათი იარაღი. დილიდან ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაგაფრთხილათ, რომ დაგეტოვებინათ საფრთხის ზონა. მოგიწოდებთ, სერიოზულად მოეკიდეთ ამ გაფრთხილებას. ნუ მისცემთ "ჰეზბოლას" საშუალებას, საფრთხეში ჩააგდოს თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლე. ნუ მისცემთ "ჰეზბოლას" საშუალებას, საფრთხეში ჩააგდოს ლიბანი. გთხოვთ, ახლავე დატოვეთ საფრთხის ზონა. როგორც კი ჩვენი ოპერაცია დასრულდება, თქვენ უსაფრთხოდ შეძლებთ სახლებში დაბრუნებას“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში.