ვოლოდიმირ ზელენსკი საუკეთესო ვაჭარია - ტრამპი
აშშ-ის “რესპუბლიკური პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ისტორიაში საუკეთესო ვაჭარია, რადგან ამერიკიდან სულ დიდი ფულით გადის.
„ვხედავ, ზელენსკი აქ არის. ვფიქრობ, რომ ზელენსკი არის უდიდესი ვაჭარი ისტორიაში - ყოველ ჯერზე, როდესაც შემოდის ქვეყანაში, 60 მილიარდი დოლარით გადის,”- განაცხადა ტრამპმა პენსილვანიაში, ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, სჯერა, უკრაინის ლიდერს ძალიან სურს, არჩევნებში მისმა „დემოკრატმა“ ოპონენტმა, კამალა ჰარისმა გაიმარჯვოს.