„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს არ დაუბრუნდება, ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა" - ზატულინი

24.09.24 14:23
„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს არ დაუბრუნდება, ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა" - ზატულინი

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს არ დაუბრუნდება, ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა - ამის შესახებ Gazeta.Ru-ს რუსეთის დუმის დეპუტატმა და ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა განუცხადა.

ზატულინი ირწმუნება, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობას საქართველოსთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად არ გაწირავენ.

„ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს არ დაუბრუნდება. რუსეთი არანაირად არ მოახდენს გავლენას რესპუბლიკების გადაწყვეტილებებზე და არ მოახდენს მათზე ზეწოლას, როგორც ზოგიერთს შეიძლება იმედი ჰქონდეს. ჩვენ სრულიად განსხვავებული მორალი და დამოკიდებულება გვაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მიმართ. რაიმე გეგმა, რომელიც ამ გადაწყვეტილებას შეცვლის, არ არსებობს და არც იარსებებს", - განაცხადა ზატულინმა.

მსგავსი სიახლეები