ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ, ბეირუთის დაბომბვას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
ლიბანური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის დაბომბვას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.
ლიბანის დედაქალაქის სამხრეთ უბნების დაბომბვის შედეგად კი 15 ადამიანი დაშავდა.
ისრაელის ძალებში აცხადებენ, რომ დაბომბვის სამიზნე “ჰეზბოლას“ სარაკეტო დანაყოფის მეთაური იყო.