ანდრეი სიბიგა მომავალ კვირაში უნგრეთში ჩავა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა მომავალ კვირაში ბუდაპეშტს ეწვევა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიარტოს განაცხადებით, ვიზიტი უკავშირდება უკრაინის ხელისუფლებასთან არსებულ დავას, რომელიც უკრაინაში მცხოვრები უნგრელების უფლებებს ეხება.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, იმედი აქვს, უკრაინის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან შესაძლებელი იქნება ამ საკითხის გადაწყვეტა.