“ოცნება“ საერთაშორისო სკანდალში ეხვევა - Sky News: სანქციების მიუხედავად ძვირადღირებული მანქანები რუსეთში საქართველოს გავლით შედის

24.09.24 22:40
“ოცნება“ საერთაშორისო სკანდალში ეხვევა - Sky News: სანქციების მიუხედავად ძვირადღირებული მანქანები რუსეთში საქართველოს გავლით შედის

“ოცნება“ საერთაშორისო სკანდალში ეხვევა  - ბრიტანული ტელეარხი Sky News-ის გამოძიებით დგინდება, რომ სანქციების მიუხედავად, ძვირადღირებული მანქანები რუსეთში საქართველოს გავლით შედის.

ბრიტანული ტელეარხი ქრონოლოგიურად აღწერს, თუ რა გზას გადიან ძვირადღირებული მანქანები რუსეთამდე.

ადამიანების ერთ ჯგუფს მანქანების თბილისის შოურუმებიდან, ფოთის ან ბათუმის პორტებიდან რუსეთის საზღვრამდე, კერძოდ, ლარსის გამშვებ პუნქტთან მიყვანა ევალება. მანქანების სასაზღვრო პუნქტთან მიყვანის შემდეგ, მათ იქ რამდენიმე დღით ტოვებენ, ვიდრე შესაბამისი დოკუმენტაცია მზადდება. დოკუმენტაციას თავისი პრობლემები აქვს: ევროპული ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველომ რუსეთში მანქანების გაგზავნაზე საკუთარი აკრძალვებიც შემოიღო, თუმცა, მანქანების საზღვარზე გადასაყვანად რამდენიმე საშუალება მაინც არსებობს.

ერთ-ერთი გზაა მანქანების სომხეთში რეგისტრირება და განბაჟება, სადაც მათ სატრანზიტო სარეგისტრაციო ნომრები ეძლევათ, რის შემდეგად ისინი ლარსის გამშვებ პუნქტთან მიჰყავთ. ვინაიდან, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში შესვლა უვიზოდ შეუძლიათ (და პირიქით), მანქანის საზღვარზე გადაყვანა ძალიან მარტივდება.

იმის გამო, რომ მანქანები რუსეთში ძირითადად ინდივიდუალურ მძღოლებს მიჰყავთ, ეს ყველაფერი არ ჩანს საბაჟო მონაცემებში. უბრალოდ ათავსებენ ტრანზიტულ ფირფიტებს გარედან და საზღვარზე გადაჰყავთ”, -ნათქვამია საგამოძიებო რეპორტაჟში.