აშშ კატარის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აამოქმედებს
აშშ კატარის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აამოქმედებს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, 90 დღემდე პერიოდით, სავიზო პროცედურების გარეშე აშშ-ს ესტუმრონ, - ინფორმაციას “როიტერი“ ავრცელებს.
უვიზო რეჟიმი პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება.
კატარის მიერ უვიზო რეჟიმის პროგრამის მკაცრი უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილება გააღრმავებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.