ამერიკის სენატში დღეს "ქართველი ხალხის აქტზე" იმსჯელებენ

25.09.24 10:17
ამერიკის სენატში დღეს "ქართველი ხალხის აქტზე" იმსჯელებენ

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, დღეს, 25 სექტემბერს, "ქართველი ხალხის აქტზე" იმსჯელებენ.სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები დოკუმენტში საბოლოო შესწორებებს განიხილავენ.

ორპარტიული კანონპროექტის ავტორები სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი არიან. 

„ქართველი ხალხის აქტი" დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ბრალდებული თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ითვალისწინებს.