3 დაღუპული და 31 დაშავებული - ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს
ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს - დაღუპულია სამი, დაშავებულია 31 ადამიანი. იერიში რუსულმა არმიამ ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე გამთენიისას მართვადი საავიაციო ბომბებით მიიტანა. დანგრეულია საცხოვებელი კორპუსები და სახლები. სამაშველო ოპერაცია ხარკოვში ამ წუთებსიც გრძელდება.
დარტყმები ხარკოვის ოთხ ადმინისტრაციულ ოლქზე განხორციელდა. შესაბამისი სამსახურები აგროვებენ ინფორმაციას დაღუპულებისა და ნგრევის შესახებ, მაგრამ უკვე ვხედავთ, რომ დაბომბილია ქალაქის საცხოვრებელი უბნები, - განაცხადა ქალაქის მერმა.