პუტინი თავისით არ გაჩერდება, რუსეთი მშვიდობისკენ მხოლოდ იძულებით შეიძლება მიიყვანო - ზელენსკი
გაეროში ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინი კიდევ ერთხელ ომის დამნაშავედ გამოაცხადა და რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ სკეპტიციზმი გამოთქვა.
ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ომის დასრულება მოლაპარაკებებით არ მოხდება და პუტინის დათანხმება მშვიდობაზე მხოლოდ იძულებით არის შესაძელბელი. ვოლოდმირ ზელენსკიმ მეკავშირეებს კიდევ ერთელ მოუწოდა დახმარებისკენ მოუწოდა.
"პუტინმა დაარღვია იმდენი საერთაშორისო ნორმა და წესი, რომ ის არ გაჩერდება თავისით. რუსეთი მშვიდობისკენ მხოლოდ იძულებით შეიძლება მიიყვანო.
ეს ომი უბრალოდ არ შეიძლება დასრულდეს, ამიტომ ამ ომის დასრულება მოლაპარაკებებით შეუძლებელია, საჭიროა მოქმედება... ომის დასრულება მოხდება არა იმიტომ, რომ ვიღაც დაიღალა და არა იმიტომ, რომ ვიღაცამ რაღაც გაცვალა პუტინთან. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დასრულდება, რადგან გაეროს წესდება იმუშავებს. უნდა იმუშაოს. ჩვენი უკრაინული თავდაცვის უფლებამ უნდა გაიმარჯვოს" - განაცხადა ზელენსკიმ და საბჭოს წევრები გააფრთხილა, რომ რუსული ძალები აგრძელებენ უკრაინის ენერგორესურსების მიზანში ამოღებას და შესაძლოა მალე ატომურ ელექტროსადგურებს დაარტყან.
გამოცემა CNN-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ზელენსკი ამ კვირაში სრულად წარუდგენს თავის "გამარჯვების გეგმას" აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, სანამ პრეზიდენტობის კანდიდატებს, ასევე ამერიკელ კანონმდებლებს და საერთაშორისო პარტნიორებს გაუზიარებს. გეგმა, სავარაუდოდ, მოიცავს კიევის განმეორებით მოთხოვნას, გამოიყენოს დასავლური შორი დისტანციის სარაკეტო სისტემები რუსეთის შიგნით მდებარე სამიზნეებზე.