„ჰეზბოლამ“ მისი ერთ-ერთი მეთაურის დაღუპვა დაადასტურა

25.09.24 10:58
„ჰეზბოლამ“ მისი ერთ-ერთი მეთაურის დაღუპვა დაადასტურა

„ჰეზბოლამ“ მისი ერთ-ერთი უფროსი მეთაურის, იბრაჰიმ ქუბაისის დაღუპვა დაადასტურა.

მანამდე ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ქუბაისი სამხრეთ ბეირუთში ორ სხვა მეთაურთან ერთად საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქუბაისი „ჰეზბოლას“ სხვადასხვა სარაკეტო ქვედანაყოფებს მეთაურობდა.