ნიუ-იორკში ერდოღანის და ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა

25.09.24 18:52
ნიუ-იორკში ერდოღანის და ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა

24 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის დამადასტურებელი ფოტოები სომხეთის პრემიერმინისტრის სოციალური მედიის ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნდა.

ლიდერებმა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში უკვე გადადგმული ნაბიჯები და არსებული შეთანხმებები განიხილეს.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ გააგრძელონ ეს პროცესი წინაპირობების გარეშე და ახალი იმპულსი მისცეს ორმხრივ ურთიერთობებს.