დროა, ჯო ბაიდენი სამარცხვინოდ გადადგეს - ტრამპი

16.08.21 10:12
დროა, ჯო ბაიდენი სამარცხვინოდ გადადგეს - ტრამპი

„დროა, ჯო ბაიდენი სამარცხვინოდ გადადგეს" - ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავღანეთში განვითარებული მოვლენებს.

მისი თქმით, ბაიდენის გადადგომა დიდი ამბავი არ უნდა იყოს, რადგან ის ლეგიტიმურად არასდროს აურჩევიათ.

„დროა, ჯო ბაიდენი სამარცხვინოდ გადადგეს, იმის გამო, რაც ავღანეთში დაუშვა, კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდის, ასევე სასაზღვრო კატასტროფის, ენერგოდამოუკიდებლობის განადგურების და დახეიბრებულ ეკონომიკასთან ერთად,“ - აღნიშნულია ტრამპის განცხადებაში.