რუსეთის ბირთვული დოქტრინის ცვლილების მიუხედავად, EU არ აპირებს უკრაინის მიმართ პოზიციის შეცვლას - სტანო

26.09.24 19:22
რუსეთის ბირთვული დოქტრინის ცვლილების მიუხედავად, EU არ აპირებს უკრაინის მიმართ პოზიციის შეცვლას - სტანო

"პუტინის ახალი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, კიდევ ერთი მტკიცებულებაა მისი უპასუხისმგებლო ქცევის" - ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ გააკეთა.

სტანოს თქმით, მიუხედავად რუსეთის გადაწყვეტილებისა, ევროკავშირი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ უცვლელია.

ეს მხოლოდ პუტინის ძალიან უპასუხისმგებლო და მიუღებელი ქცევის გაგრძელებაა. მთელ მსოფლიოს უჩვენებს მის ნამდვილ სახეს; 

ჩვენ, რა თქმა უნდა, კატეგორიულად უარვყოფთ ამ საფრთხეებს. ევროკავშირის პოზიცია უცვლელი რჩება“, - აღნიშნა სტანომ.

შეგახსენებთ, 25 სექტემბერს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ცვლის ბირთვულ დოქტრინას და მნიშვნელოვნად აფართოებს ბირთვული იარაღის გამოყენების მიზეზების ჩამონათვალს.

მსგავსი სიახლეები