თალიბანი ავღანეთის სრული კონტროლის შესახებ იუწყება

თალიბანი ავღანეთის სრული კონტროლის შესახებ იუწყება. თალიბანის წარმომადგენელმა Al-Jazeera-სთან თქვა, რომ ომი დასრულდა ახალი რეჟიმი კი ცნობილი მალე გახდება. ამის გარდა, თალიბებმა მოსახლეობას უსაფრთხოების გარანტიაც მისცეს.
"ჩვენ ყველას ვაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას, მათ შორის მოქალაქეებსა და დიპლომატებს. მზად ვართ, ყველა ავღანელთან გვქონდეს დიალოგი და დავიცვათ ისინი". - ამბობს თალიბანის წარმომადგენელი მუჰამედ ნაემი.
15 აგვისტოს ავღანეთის დედაქალაქში ქაბულში თალიბანი შეიჭრა, რის შემდეგაც ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. თალიბებმა უკვე აიღეს პრეზიდენტის სასახლე.