პუტინმა და მისმა გენერლებმა კარგად იციან, რომ ვინც პირველი გამოიყენებს ატომურ იარაღს, დაწყევლილი იქნება - ანჯეი დუდა

26.09.24 20:36
პუტინმა და მისმა გენერლებმა კარგად იციან, რომ ვინც პირველი გამოიყენებს ატომურ იარაღს, დაწყევლილი იქნება - ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენებით დაიმუქრა, და თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებში ახალი არაფერია.

დუდას თქმით,  რუსეთის ლიდერმა და მისმა გენერლებმა კარგად იციან, რომ ვინც პირველი გამოიყენებს ატომურ იარაღს, დაწყევლილი იქნება.

თუ ამას მშვიდად და პანიკის გარეშე შევხედავთ, ცხადი უნდა იყოს: ის იმეორებს იმას, რაც მრავალი წელია, რუსეთის სამხედრო დოქტრინაშია აღბეჭდილი, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება, მათ შორის, რა თქმა უნდა, ბირთვული იარაღი, რაც მის განკარგულებაშია, რუსეთისთვის საფრთხის შემთხვევაში. მეორეს მხრივ, ვლადიმერ პუტინმა, ისევე როგორც მისმა გენერლებმა იციან, რომ ვინც პირველად გამოიყენებს ატომურ იარაღს, დაწყევლილი იქნება… ისინი არასოდეს გათავისუფლდებიან ამ პასუხისმგებლობისგან, თუ გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს. თუნდაც უმცირესი ხარისხით. არასოდეს. მსოფლიო ამას არასოდეს აპატიებს მათ”, – განაცხადა ანჯეი დუდამ.