ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სენატორებს „გამარჯვების გეგმის“ ძირითადი პუნქტები წარუდგინა
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სენატორებს შეხვდა და „გამარჯვების გეგმის“ ძირითადი პუნქტები წარუდგინა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ზელენსკიმ შეხვედრა გამართა სენატორთა დელეგაციასთან, რომელსაც დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ლიდერები, ჩაკ შუმერი და მიტჩ მაკკონელი ხელმძღვანელობდნენ.
მხარეებმა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარება, უკრაინელი ჯარისკაცების პირველადი საჭიროებები, იარაღის ერთობლივი წარმოება და აშშ-ის შემდგომი მხარდაჭერის ძირითად მიმართულებები განიხილეს.
ზელენსკიმ სენატორებთან შეხვედრაზე ისაუბრა აგრესორ სახელმწიფოზე სანქციებით ზეწოლის გაძლიერებასა და გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის საჭიროებებისთვის გამოყენებაზე“, - წერია ინფორმაციაში.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სენატის ორივე პარტიას, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ამერიკელ ხალხს უკრაინისთვის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის.