ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს ორ ლიდერს შორის უკვე მე-11 შეხვედრაა.
უკრაინის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტს "გამარჯვების გეგმა" გააცნო და ბაიდენმა მას გეგმის გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრა ორ ლიდერს შორის დახურულ კარს მიღმა წარიმართა.