უკრაინელთა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რეესტრში 55 000 ადამიანია აღრიცხული

27.09.24 19:50
უკრაინელთა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რეესტრში 55 000 ადამიანია აღრიცხული

უკრაინელთა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რეესტრში რუსეთის აგრესიული ომის შედეგად 55 000 ადამიანია აღრიცხული, რომელთა უმეტესობაც სამხედრო მოსამსახურეა, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლეონიდ ტიმჩენკომ განაცხადა და აღნიშნა, რომ სია “საკმაოდ დინამიურია.“

ტიმჩენკოს თქმით, ზოგ შემთხვევაში გარდაცვლილთა იდენტიფიცირებაც ხდება.

დღეს რეესტრში 55 000 ადამიანზეა ინფორმაცია. მათი უმეტესობა სამხედრო მოსამსახურეა. ეს რიცხვი საკმაოდ დინამიურია: როდესაც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ადგილსამყოფელი დგინდება, ზოგიერთ შემთხვევაში გამოდის, რომ მოქალაქე, მაგალითად, ტყვეობაშია. სამწუხაროდ, გარდაცვლილთა იდენტიფიცირებასაც ვაკეთებთ მათ შორის, ვინც დაკარგულად ითვლებოდა, - განაცხადა მან.

ერთიანი რეესტრი, სადაც უგზო-უკვლოდ დაკარგულ მოქალაქეთა შესახებ მონაცემების შეტანა დაიწყეს, უკრაინაში 2023 წლის მაისში ამოქმედდა.