მსხვერპლი ქაბულის აეროპორტში

16.08.21 12:32
მსხვერპლი ქაბულის აეროპორტში

Wall Street Journal- ის ცნობით, ქაბულის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალში სროლის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა.

 Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დაღუპულია სულ მცირე 5 პირი, ადამიანები, რომლებიც ქვეყნის დატოვების მიზნით თვითმფრინავებში ძალით ასვლას ცდილობდნენ.

გამოცემის ცნობით, ამ დროსითვის დაუდგენელია, ისინი ჭყლეტის შედეგად დაიღუპნენ, თუ ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული გასროლის შედეგად.

AFP - ის ცნობით კი აეროპორტის ასაფრენ ზოლზე შეჭრილი ხალხის დასაშლელად ამერიკელმა სამხედროებმა ჰაერში გამაფრთხილებელი სროლა დაიწყეს.

 

მსგავსი სიახლეები