ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა დასრულდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა?

უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ბევრი ადამიანი მოკლა, რის გამოც უკრაინულმა მხარემ, ომის დასრულების მიზნით, რუსეთის პრეზიდენტზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, სამყაროს და ხალხს, რომელმაც შვილები დაკარგეს, სამართლიანი მშვიდობა სჭირდება.
ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი ხალხის ძალა, რა თქმა უნდა, მშვიდობასთან დაგვაახლოებს. სამართლიანი მშვიდობა გვჭირდება. სამართლიანი მშვიდობა მნიშვნელოვანია ხალხისთვის, განსაკუთრებით ოჯახებისთვის, რომლებმაც შვილები დაკარგეს.
ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო. პრობლემა იმაშია, რომ პუტინმა ამდენი ადამიანი მოკლა და, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ომის დასრულების მიზნით, მასზე ზეწოლა გავაძლიეროთ", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტთან გამართული აუდიენციის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ ამერიკასა და უკრაინას სამართლიანი შეთანხმების მიღწევა სურთ.
ბევრი რამ გავიგე, მაგრამ ვფიქრობ, არ შევცვლილვარ იმ მხრივ, რომ ორივეს გვსურს ამის ომის დასრულება და ორივეს გვსურს სამართლიანი შეთანხმების მიღწევა, ის სამართლიანი უნდა იყოს და, ვფიქრობ, ის სწორ დროს მოხდება", - თქვა ტრამპმა.