ავიაკატასტროფა რუსეთში - დაღუპულია პუტინის პარტიის დეპუტატი
ავიაკატასტროფა რუსეთში - არხანგელსკის ოლქში, კერძო ვერტმფრენმა Robinson R44 ჩამოვარდა, რის შედეგადაც 2 პირი დაიღუპა, მათ შორის - პუტინის პარტიის, ერთიანი რუსეთის დეპუტატი.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრენა შესაბამისი ოფიციალური ნებართვის გარეშე სრულდებოდა.
როგორც რუსული მედიასაშუალებები იტყობინებიან, ნაპოვნია ვერტმფრენის ნამსხვრევები და ორი ცხედარი.