IDF სეიდ ჰასან ნასრალას სიკვდილს ადასტურებს

28.09.24 12:41
IDF სეიდ ჰასან ნასრალას სიკვდილს ადასტურებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანური ტერორისტული დაჯგუფების, "ჰეზბოლას" ლიდერის ლიკვიდაციას ადასტურებენ.

როგორც IDF-ის საერთაშორისო პრესსპიკერი, ნადავ შოშანი "X"-ზე წერს, ისრაელის სამხედრო ძალების მიერ ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში "ჰეზბოლას" ცენტრალურ შტაბზე მიტანილი იერიშის შედეგად სეიედ ჰასან ნასრალა დაიღუპა.

ირანის მიერ მხარდაჭერილ "ჰეზბოლას" სეიდ ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შესახებ ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 27 სექტემბერს ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში "ჰეზბოლას" ტერორისტული ორგანიზაციის მთავარ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა.

მსგავსი სიახლეები