"ჰეზბოლა" სეიდ ჰასან ნასრალას სიკვდილს ადასტურებს - Reuters

გამოცემა Reuters წერს, რომ "ჰეზბოლამ" მისი ლიდერის, სეიდ ჰასან ნასრალას ლიკვიდირება დაადასტურა.
როგორც საერთაშორისო მედია იტყობინება, დღეს, 28 სექტემბერს, ტერორისტულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ "ღაზის სექტორისა და პალესტინის მხარდასაჭერად, ასევე ლიბანისა და მისი ღირსეული მოქალაქეების დასაცავად ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს".
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 27 სექტემბერს ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში "ჰეზბოლას" ტერორისტული ორგანიზაციის მთავარ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა.