ბაიდენი: ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია მისი მრავალი მსხვერპლისთვის სამართლიანობის ზომაა
ჯო ბაიდენი ლიბანში, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას ლიდერის ლიკვიდაციას გამოეხმაურა. ბაიდენის თქმით, ნასრალას წინააღმდეგ ოპერაცია, უფრო ფართო კონტექსტში არსებული კონფლიქტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა ისრაელზე მიტანილი სისხლიანი იერიშით წამოიწყო. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ჰასან ნასრალას სიკვდილი ტერორისტული დაჯგუფების მსხვერპლ ხალხს "სამართლის ზომას" მოუტანს.
დარტყმა, რომელმაც ნასრალას ლიკვიდაცია მოახდინა, განხორციელდა კონფლიქტის ფართო კონტექსტში, რომელიც დაიწყო „ჰამასის“ ხოცვა-ჟლეტით, 2023 წლის 7 ოქტომბერს. ნასრალამ მეორე დღეს მიიღო საბედისწერო გადაწყვეტილება, ხელი ჩაეჭიდა „ჰამასისთვის“ და გაეხსნა, როგორც მან უწოდა, "ჩრდილოეთის ფრონტი" ისრაელის წინააღმდეგ, - განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გუშინ განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია განახორციელეს. ჰასან ნასრალას სიკვდილი „ჰეზბოლამაც“ დაადასტურა და განაცხადა რომ მათი ლიდერი ბეირუთში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა.