ლავროვი მსოფლიოს ბირთვული იარაღით პირდაპირ გაეროს ტრიბუნიდან დაემუქრა - AP

29.09.24 10:59
ლავროვი მსოფლიოს ბირთვული იარაღით პირდაპირ გაეროს ტრიბუნიდან დაემუქრა - AP

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას მსოფლიოს ბირთვული იარაღით დაემუქრა. 

AP-ის ცნობით, თავის გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიმეორა კრემლის პროპაგანდა იმის შესახებ, თითქოს დასავლეთი  უკრაინას რუსეთის დამარცხების სტრატეგიული ინსტრუმენტად იყენებს და ევროპას ამ „თვითმკვლელი ავანტიურისთვის“ ამზადებს. 

”არ ვაპირებ განხილვას იმ იდეის უაზრობისა და საშიშროების, როგორიცაა იბრძოლოთ ისეთ ატომურ ძალასთან, როგორიც რუსეთია”, - განაცხადა მინისტრმა.

ამავდროულად, გამოსვლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა უკრაინის შეიარაღებული ძალები შორ მანძილზე იარაღის გამოყენების ნებართვას, რუსეთის ფედერაცია შეაფასებს, თუ როგორ გაიგეს დასავლეთის ქვეყნებმა მისი გაფრთხილებები.