ჰასან ნასრალას მკვლელობის გამო თეირანი შურისძიებით იმუქრება
თეირანი შურისძიებით იმუქრება. ირანის უზენაესი ლიდერი ჰასან ნასრალას მკვლელობისთვის ისრაელს პასუხს ჰპირდება. აიათოლა ალი ხამეინმა ჰეზბოლას ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა და მოკლულ ტერორისტს, პრაქტიკულად, წმინდანი უწოდა.
ირანში ნასრალას სიკვდილის გამო ხუთდღიანი გლოვაა გამოცხადებული. ნასრალა ირანის მიერ მხარდაჭერილი ექსტრემისტებიის ჯგუფის, ჰეზბოლას ლიდერი თითქმის 30 წლის განმაბლობაში იყო. ის ეხმარებოდა სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს სირიაში წვრთნიდა ირანის მხარდაჭერილ გასამხედროებულ ჯგუფებს ერაყსა და იემენში. თანამშრომლობდა ჰამასთან, რომელსაც შტატები და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.