The Insider-მა დოკუმენტები მოიპოვა: ალექსეი ნავალნი სიკვდილამდე კოლონიაში მოწამლეს

ალექსეი ნავალნი სიკვდილამდე კოლონიაში მოწამლეს - The Insider გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ოფიციალურ დოკუმენტებს მიაგნეს, საიდანაც ირკვევა, რომ რუსი ოპოზიციონერი სიკვდილამდე უჩიოდა მუცლის ტკივილს, ღებინებას და აღენიშნებოდა კრუნჩხვები. ეს სიმპტომები მედიკოსებს იმის თქმის საფუძველს აძლევთ, რომ პუტინის პირადი მტერი ციხეში მოწამლეს.
ირკვევა, რომ ხელისუფლებამ დოკუმენტებიდან მიზანმიმართულად ამოიღო დასახელებული სიმპტომები, რადგან ის არ ჯდებოდა ოფიციალურ ვერსიაში რომ თითქოს პუტინის პირადი მტერი გულის რითმის დარღვევის გამო გარდაიცვალა.
გამოცემამ, მათ შორის, ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ განკარგულების ორი ვერსია მოიპოვა.
განკარგულების ადრინდელ ვარიანტში ნახსენებია, რომ ნავალნის მოწამვლისთვის სახასიათო სიმპტომები აწუხებდა, საბოლოო ვერსიაში კი ეს ინფორმაცია სპეციალურად არის ამოღებული.