პუტინის ახალი განკარგულებით, სამხედრო სამსახურში 133 ათას კაცს გაიწვევენ

30.09.24 16:33
პუტინის ახალი განკარგულებით, სამხედრო სამსახურში 133 ათას კაცს გაიწვევენ

საშემოდგომო გაწვევის პერიოდში რუსეთის ჯარში 133 ათასი ადამიანის გამოძახება მოხდება - შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.

გაწვევა 18-დან 30 წლამდე რუსეთის მოქალაქეებს შეეხებათ. პარალელურად რეზერვში გადავლენ ჯარისკაცები, მეზღვაურები, სერჟანტები და ოცმეთაურები, რომელთაც გაწვევის ვადა ამოეწურათ. 

გაწვევა 1 ოქტომბერს დაიწყება და მიმდინარე წლის 31 დეკემბერს დასრულდება.

ბოლოჯერ რუსეთში გაწვევა 2024 წლის გაზაფხულზე იყო. სამხედრო სამსახურში გაიწვიეს 150 000-მდე ადამიანი.

მსგავსი სიახლეები