რუსებმა ხერსონი დაბომბეს - არიან დაშავებულები

რუსულმა სამხედრო ძალებმა ხერსონის ოლქის სოფელ სტანისლავზე დრონებით იერიში მიიტანეს - დაშავებულია 2 ადამიანი.
უკრაინული მედიის ცნობით, დაშავებულები 44 წლის ქალი და 46 წლის კაცი არიან, რომლებმაც აფეთქებების შედეგად, მძიმე დაზიანებები მიიღეს.
მომხდარის სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.