პუტინის ბირთვულმა რიტორიკამ NATO-ს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ უნდა შეაჩეროს - სტოლტენბერგი

30.09.24 20:57
პუტინის ბირთვულმა რიტორიკამ NATO-ს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ უნდა შეაჩეროს - სტოლტენბერგი

"პუტინის ბირთვულმა რიტორიკამ NATO-ს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ უნდა შეაჩეროს" - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ამასთან, სტოლტენბერმა აღნიშნა, რომ უკრაინასტან დაკავშირებით პუტინის აზრი ვერ შეიცვლება, მაგრამ სამყაროს აქვს იმის უნარი, რომ ომის წარმოების დანახარჯების გაზრდის კუთხით რუსეთის მოლოდინები შეცვალონ.

მე არ მგონია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით პუტინის აზრის ცვლილება შეგვიძლია, მაგრამ, ვფიქრობ, შევცვალოთ მისი მოლოდინები რუსეთისთვის ომის წარმოების დანახარჯების გაზრდით. იმდენად, რომ მისთვის უფრო მომგებიანი გახდეს უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის მიღება", - თქვა NATO-ს ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას, აგრესიის შემთხვევაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს.