მოვუწოდებთ რუსეთს, დაიცვას გაეროს წესდება და ძირითადი პრინციპები - G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები
დიდი ქვეყნების შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატეს - იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შვიდეულის მინისტრები მკაცრად გმობენ რუსეთის უკანონო აგრესიას.
ამასთან, მინისტრები რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს მოუწოდებენ, დაიცვას გაეროს წესდება და ძირითადი პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს საერთაშორისო წესრიგს.
როგორც ჩვენ ვიხსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟჟიის რეგიონების ნაწილის უკანონო ანექსიიდან ორ წელს, ასევე ჩვენ G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლები, მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას და მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას...
ჩვენ მოვუწოდებთ, საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრს იგივე გააკეთოს და მოვუწოდებთ რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, დაიცვას გაეროს წესდება და ძირითადი პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს საერთაშორისო წესრიგს", - აცხადებენ მინისტრები.