თალიბანის სპიკერის პირველი ინტერვიუ BBC-ის - რას გეგმავს ტერორისტული დაჯგუფება

16.08.21 18:19
თალიბანის სპიკერის პირველი ინტერვიუ BBC-ის - რას გეგმავს ტერორისტული დაჯგუფება

ტერორისტული დაჯგუფება თალიბანის სპიკერი, სუჰაილ შაჰინი, მედიასთან გამოჩნდა. შაჰინმა BBC-ის პირდაპირ ეთერში დარეკა და გავლენიან მედიას პირველი ინტერვიუ მისცა. 

შაჰინი ამბობს, რომ მათი მმართველობის პირობებში თავისუფალი სასამართლო, ავღანეთში ქალებისა და კრიტიკული მედიის უფლებები დაცული იქნება. 

,,თალიბანი ავღანელი ხალხის მსახურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - განაცხადა ტერორისტული დაჯგუფების წარმოიმადგენელმა და იქვე დასძინა, რომ ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარებას ელოდებიან. 

მისივე თქმით, ავღანეთის ისლამური საამიროს ინკლუზიური მთავრობა იმოქმედებს, რაში მონაწილეობასაც ყველა ავღანელი მიიღებს. 

რაც შეეხება ქალების განათლების უფლებას,  სუჰაილ შაჰინის მტკიცებით, ავღანეთში უამრავი სკოლა და უნივერსიტეტია, სადაც ქალებს სწავლა შეუძლიათ. 

მისივე განცხადებით, ქალებს სახლიდან კაცის თანხლების გარეშე გამოსვლის უფლებაც ექნებათ. 

რაც შეეხება "თავისუფალ სასამართლოს", შაჰინის თქმით, ასეთი მართლმსაჯულება ავღანეთის ისლამურ საამიროში იფუნქციონირებს. მისივე მტკიცებით, სასამართლოში მუშაობა ქალებსაც შეეძლებათ.  მოსამართლეები კი  მომავალი ისლამური მთავრობის კანონების მიხედვით დაინიშნებიან. 

სუჰაილ ​შაჰინმა  ჭორები უწოდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თალიბანის მებრძოლები კარდაკარ დადიან და იმ ადამიანებს ატერორებენ, რომლებიც დასავლური ძალებისთვის მუშაობდნენ, ან დასავლურ ინსტიტუტებთან რაიმე სახის შემხებლობა აქვთ.

შაჰინმა არასწორი და შეცდომაში შემყვანი უწოდა კიდევ ერთ გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომლის მიხედვითაც პირები, რომლებიც თალიბების წინააღმდეგ იბრძოდნენ, აწამეს და სიკვდილით საჯაროდ დასაჯეს. 

ჟურნალისტი დაინტერესდა, მიეცემათ თუ არა ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება იმ ავღანელებს, რომელსაც ამის სურვილი აქვთ, სუჰაილ შაჰინის თქმით, თალიბანს "ისინი სჭირდება". 

ჟურნალისტები გააკრიტიკებენ ყველას, მაგრამ დაიცავენ ისლამურ სამართალს - აღნიშნა შაჰინმა "თავისუფალ მედიაზე" საუბრისას. 

 

 

მსგავსი სიახლეები