ისრაელზე ირანის თავდასხმას მძიმე შედეგები მოჰყვება - ჯეიკ სალივანი
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით ირანის თავდასხმას გმობს და მნიშვნელოვან ესკალაციად აფასებს.
ეს მნიშვნელოვანი ესკალაციაა ირანის მხრიდან, მნიშვნელოვანი მოვლენა, და ეს ასევე მნიშვნელოვანია, რომ ისრაელთან ერთად შევძელით და შევქმენით ვითარება, რომელშიც არავინ დაღუპულა ისრაელზე თავდასხმაში", - განაცხადა სალივანმა.
სალივანის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია ვითარებას აკვირდება და ისრაელის მხარესთან ერთად იერიშზე პასუხის მხრივ მომდევნო ნაბიჯებს განიხილავს.
ირანის თავდასხმას შედეგები მოჰყვება, მძიმე შედეგები ამ თავდასხმისთვის და ჩვენ [აშშ] ისრაელთან ერთად ვიმუშავებთ, რათა ასეც მოხდეს",- დასზინა მან.