ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს გენერალური მდივანი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა - ისრაელ კაცმა გაეროს გენერალურ მდივანს ქვეყანაში შესვლაც აუკრძალა.
მიზეზი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ანტონიო გუტერეშის განცხადება გახდა, რომელმაც ისრაელზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმა "ცალსახად" არ დაგმო.
ვისაც არ შეუძლია ცალსახად დაგმოს ირანის ამაზრზენი თავდასხმა ისრაელზე, როგორც ამას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა აკეთებს, არ იმსახურებს ფეხის დადგმას ისრაელის მიწაზე... ისრაელი გააგრძელებს თავისი მოქალაქეების და ეროვნული ღირსების დაცვას, ანტონიო გუტერეშთან ერთად ან მის გარეშე," - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პირველ ოქტომბერს ირანმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით შეტევა დაიწყო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით , ირანმა ისრაელს 180-დან 200-მდე რაკეტა ესროლა.