კოპენჰაგენში, ისრაელის საელჩოსთან, სავარაუდოდ, ხელყუმბარები აფეთქდა - მედია

02.10.24 18:09
კოპენჰაგენში, ისრაელის საელჩოსთან, სავარაუდოდ, ხელყუმბარები აფეთქდა - მედია

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ისრაელის საელჩოსთან, სავარაუდოდ, ხელყუმბარები აფეთქდა - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია კოპენჰაგენის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ფრანგული მედია იტყობინება, 2 ოქტომბრის დილით, ისრაელის საელჩოსთან, დაახლოებით, 3:20 საათზე, ორი აფეთქება მოხდა. 

საქმეზე პოლიციამ სამი ახალგაზრდა დააკავა, რომლებიც შვედეთის მოქალაქეები არიან.

მსგავსი სიახლეები