რამდენიმე ირანული რაკეტა ისრაელის სამხედრო ბაზებს დაეცა - CNN
საერთაშორისო გამოცემა CNN-ი ისრაელის სამხედრო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 1 ოქტომბე, ირანის მიერ გასროლილი რამდენიმე რაკეტა ისრაელის სამხედრო ბაზებს მოხვდა.
როგორც წყარო მედიას უდასტურებს, ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვის მიუხედავად, ისრაელის სამხედრო ბაზებს მნიშვნელოვანი ზიანი არ მიდგომია და ისინი ფუნქციონირებას აგრძელებენ.
პირველ ოქტომბერს ირანმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით შეტევა დაიწყო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ირანმა ისრაელს 180-დან 200-მდე რაკეტა ესროლა.