''უკრაინას, ყოველწლიურად, 4 მილიონი დრონის წარმოება შეუძლია" - ზელენსკი

02.10.24 19:27
''უკრაინას, ყოველწლიურად, 4 მილიონი დრონის წარმოება შეუძლია" - ზელენსკი

 "უკრაინას, ყოველწლიურად, 4 მილიონი დრონის წარმოება შეუძლია" - ამის შესახებ თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უკრაინამ  25-ჯერ მეტი საბრძოლო მასალა აწარმოა, ვიდრე მთელი 2022 წლის განმავლობაში.

მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უკრაინაში აწარმოვა 25-ჯერ მეტი საბრძოლო მასალა არტილერიისა და ნაღმმტყორცნებისთვის, ვიდრე მთელი 2022 წლის განმავლობაში. დრონების საერთო რაოდენობა, რომელიც ამჟამად უკრაინაში ყოველწლიურად შეგვიძლია, ვაწარმოოთ, 4 მილიონს შეადგენს და 1,5 მილიონზე უკვე კონტრაქტებია გაფორმებული. უკვე ვიყენებთ უკრაინული იარაღის აბსოლუტურად ახალ კლასს - შორ მანძილზე მოქმედ რაკეტა-დრონს, "პოლიანიცას", - განაცხადა ზელენსკიმ.