ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჯულიან ასანჟი პოლიტპატიმრად აღიარა

02.10.24 20:51
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჯულიან ასანჟი პოლიტპატიმრად აღიარა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ "ვიკილიქსის" დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი პოლიტპატიმრად აღიარა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ვერ შეძლო ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებისა და თავისუფლების უფლების ეფექტურად დაცვა.

საპარლამენტო ასამბლეამ მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ შემთხვევა ძირს უთხრის ჟურნალისტებისა და მამხილებელთა დაცვას მთელ მსოფლიოში.

შეგახსენებთ, 52 წლის ჯულიან ასანჟმა ბოლო ხუთი წელი ბრიტანეთის ციხეში გაატარა, საიდანაც აშშ-ში ექსტრადიციის წინააღმდეგ იბრძოდა.

„ვიკილიქსის“ დამფუძნებელს ბრალად ედებოდა ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის მოპოვებისა და გამჟღავნების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობა.

წლების განმავლობაში აშშ ამტკიცებდა, რომ „ვიკილიქსის“ ვებგვერდი, რომელიც ავრცელებდა ინფორმაციას ერაყისა და ავღანეთის ომების შესახებ, საფრთხეს უქმნიდა ადამიანების სიცოცხლეს. „ვიკილიქსიის“ დამფუძნებელი კი აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

მსგავსი სიახლეები