ისრაელში ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ''ჰამასმა“ აიღო

02.10.24 21:28
ისრაელში ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ''ჰამასმა“ აიღო

ისრაელში ტერორისტულ თვდასხმაზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქის სიცოხლე ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა ''ჰამასმა'' აიღო - ამის შესახებ განცხადებას თავად ტერორისტული დაჯგუფება ავრცელებს.

მათი განცხადებით, ტერორისტები, რომლებმაც გუშინდელი თავდასხმა განახორციელეს, ჰებრონის მაცხოვრებლები მოჰამად მესეკი და აჰმედ ჰიმუნი, “ჰამასის” წევრები იყვნენ.

ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია და კადრები, რომ 2-მა შეიარაღებულმა ტერორისტმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა - სროლისა და დანით თავდასხმის შედეგად, შვიდი ადამიანის დაღუპვა. დაშავებულია რამდენიმე მოქალაქე. 

გარდაცვლილთა შორის არიან - საქართველოს მოქალაქე ილია ნოზაძე.