ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ პროგრამაზე საპასუხო დარტყმას მხარს არ ვუჭერ - ბაიდენი

02.10.24 23:03
ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ პროგრამაზე საპასუხო დარტყმას მხარს არ ვუჭერ - ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე საპასუხო იერიშის განხორციელების წინააღმდეგია.  

მისი თქმით, ისრაელს აქვს უფლება, ირანს პასუხი გასცეს 1 ოქტომბერს ისრაელის ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვის გამო, თუმცა პასუხი უნდა იყოს პროპორციული.

პასუხი არის - არა", - განაცხადა ჯო ბაიდენმა კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა ის ასეთ პერსპექტივას.

პირველ ოქტომბერს ირანმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით შეტევა დაიწყო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით , ირანმა ისრაელს 180-დან 200-მდე რაკეტა ესროლა.    

მსგავსი სიახლეები