ისრაელმა ბეირუთში ჰეზბოლას სამედიცინო ცენტრი დაბომბა

03.10.24 10:31
ისრაელმა ბეირუთში ჰეზბოლას სამედიცინო ცენტრი დაბომბა

ისრაელმა ბეირუთში ჰეზბოლას სამედიცინო ცენტრი დაბომბა. შტურმი იმ შენობაზე მიიტანეცს, რომელიც ლიბანის პარლამენტის და გაეროს ოფისის მახლობლად მდებარეობს. ავიადარტყმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაიჭრა. 

ისრაელის  პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა რთულ ომშია და გააკეთებს ყველაფერს, რათა ეს ომი ისრაელის გამარჯვებით დასრულდეს.

“რთულ ომში ვართ ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს განადგურებას ცდილობს. ეს არ მოხდება - რადგან ერთად ვიდგებით, და ღმერთის წყალობით - ერთად გავიმარჯვებთ.

სამხრეთში ჩვენს გატაცებულ პირებს დავაბრუნებთ, ჩვენს მაცხოვრებლებს დავაბრუნებთ ჩრდილოეთში, გარანტირებულს გავხდით ისრაელის მარადისობას”, - წერს ნეთანიაჰუ.

მსგავსი სიახლეები