Politico: რუსეთი მოლდოვის მოქალაქეებს ქვეყნის EU-ში გაწევრიანების წინააღმდეგ ხმის მიცემისთვის ფულს უხდის

03.10.24 14:31
Politico: რუსეთი მოლდოვის მოქალაქეებს ქვეყნის EU-ში გაწევრიანების წინააღმდეგ ხმის მიცემისთვის ფულს უხდის

რუსეთი მოლდოვის მოქალაქეებს ქვეყნის EU-ში გაწევრიანების წინააღმდეგ ხმის მიცემისთვის ფულს უხდის. ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა Politico მოლდოვის მთავრობაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ოლიგარქ ილან შორას პრორუსული ქსელის მეშვეობით მოლდოვის მოქალაქეების მოსყიდვა ხორციელდებოდა, რათა მათ რეფერენდუმში ხმა ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მიეცათ. გამოცემის თანახმად, რუსეთის ფედერაციამ 130 ათასი მოქალაქის ანგარიშებზე, ჯამში, 15 მლნ დოლარზე მეტი გადარიცხა. აღსანიშნავია,  რომ აღნიშნული თანხა მხოლოდ სექტემბრის თვეში იქნა გადარიცხული.

ქვეყნის პოლიციის გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, ვიორელ სერნაუტეანუმ აღნიშნა, რომ მოლდოვა ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო მასშტაბს შეეჯახა, რომელიც ჰიბრიდული ომის და დეზინფომრაციის პირობებში მიმდინარეობს. მისივე თქმით, შორი ბანკების ქსელის მეშვეობით ამ მოსყიდვისთვის განკუთვნილი თანხების გათეთრებას უწყობს ხელს.